რეცეპტები
  • მთავარი
  • სალათები
  • ცომეული
  • წვნიანები
  • ხორცეული
  • დესერტი
  • ვეგანური
  • ყველა
    • ქართული სამზარეულო
    • სასმელები
    • ზღვის პროდუქტები
    • სოუსები
    • ბოსტნეული
    • პასტა
  • მთავარი
  • სალათები
  • ცომეული
  • წვნიანები
  • ხორცეული
  • დესერტი
  • ვეგანური
  • ყველა
    • ქართული სამზარეულო
    • სასმელები
    • ზღვის პროდუქტები
    • სოუსები
    • ბოსტნეული
    • პასტა
No Result
View All Result
რეცეპტები
No Result
View All Result
Home ბლოგი

ავოკადო – ხილი თუ სუპერსაკვები?

December 23, 2022
in ბლოგი, ჯანსაღი კვება
492 5
0
ავოკადო
745
SHARES
3.5k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ავოკადო კრემისებური ტექსტურის ხილია, რომელიც ტროპიკულ ქვეყნებში იზრდება. ავოკადოს წარმოშობის ადგილად მექსიკა და ცენტრალური ამერიკა მიიჩნევა. ამ რეგიონების აბორიგენულ მოსახლეობას ეს ხილი დაახლოებით 10 000 წლის მანძილზე მოჰყავდა. აცტეკების ტომებში ის სიყვარულის და ნაყოფიერების სიმბოლოდ მიიჩნეოდა, რადგან მას არ შეუძლია თვითდამტვერვა და ხეზე წყვილ-წყვილად იზრდება. ავოკადოს მირთმევა ერთ დროს ფუფუნების საგნად მიიჩნეოდა და ეს მხოლოდ სამეფო გვარის წარმომადგენლებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ზოგიერთ ქვეყანაში ავოკადოს „ალიგატორის მსხალს“ უწოდებენ, ხილის კანის ფერიდან და სტრუქტურიდან გამომდინარე. თუმცა, მსოფლიოში დაახლოებით 1000-ზე მეტი სახეობის ავოკადო არსებობს და ბევრი მათგანი ფორმით, ზომითა და შეფერილობით განსხვავდება ერთმანეთისგან.

ავოკადო საკმაოდ მაღალკალორიული ხილია და ამ კალორიების დაახლოებით 77% ცხიმებიდან მოდის. თუმცა ავოკადოს ცხიმიანობის არ უნდა შეგეშინდეთ, რადგან ეს ცხიმი ე.წ. “MUFA”-ს ანუ ჯანსაღ, მონოუჯერ ცხიმს წარმოადგენს. უფრო მეტიც, ავოკადო ერთადერთი ხილია, რომელიც მონოუჯერ ცხიმების მნიშვნელოვან რაოდენობას შეიცავს. გარდა ამისა, ეს ხილი ძალიან მდიდარია ნუტრიენტებით. ის 20-მდე დასახელების ვიტამინსა და მინერალს შეიცავს. ავოკადო  C, E, K, B6, B2 ვიტამინების, ნიაცინის, კალციუმის პანტოთენატის, ფოლიუმის, მაგნიუმის, კალიუმის, ლუტეინის, ბეტა კაროტინის და ომეგა 3 ცხიმების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

ავოკადოს სასარგებლო თვისებები და ბენეფიტები ჯანმრთელობისთვის:

სასარგებლოა გულის ჯანმრთელობისთვის – ავოკადოში შემავალი მონოუჯერი ცხიმები ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას, მაღალი არტერიული წნევისა და ორგანიზმში ქოლესტერინის დონის რეგულირებას.

მდიდარია უჯრედისით – როგორც ცხრილში ხედავთ, 100 გ ავოკადო თითქმის 7 გ უჯრედისს შეიცავს, რაც სხვა საკვებში უჯრედისის შემცველობასთან შედარებით, საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად მიიჩნევა და დღიური ნორმის 27%-ს შეადგენს. უჯრედისი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის მეტაბოლურ აქტივობასა და ჯანსაღი წონის შენარჩუნებაში. გარდა ამისა, უჯრედისის საკმარისი რაოდენობით მიღება პირდაპირ კავშირშია ქრონიკული დაავადებების რისკის პრევენციასთან.

ხელს უწყობს თვალის ჯანმრთელობის შენარჩუნებას – ავოკადო შეიცავს E ვიტამინსა და ანტიოქსიდანტებს – ლუტეინსა და ზეაქსანტინს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თვალის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ეს ანტიოქსიდანტები პირდაპირ კავშირშია კატარაქტისა და მაკულარული დეგენერაციის რისკის მნიშვნელოვან კლებასთან.

მნიშვნელოვანია ოსტეოპოროზის პრევენციისთვის – 100 გ ავოკადო K ვიტამინის დღიური ნორმის 26%-ს შეიცავს. ეს ნუტრიენტი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ის ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ კალციუმის შეთვისებას და ამცირების კალციუმის გამოყოფას შარდში.

სასარგებლოა ორსულებისთვის – 100 გ ავოკადო ფოლიუმის დღიური ნორმის 20%-ს შეიცავს. ფოლიუმის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსული ქალებისთვის, რადგან ის ნაყოფის ნერვული მილის დეფექტების განვითარების რისკს ამცირებს.

 

Tags: avokadoავოკადო
Previous Post

ალადიკები

Next Post

ნიორი – საკვები თუ წამალი

Next Post
ნიორი

ნიორი - საკვები თუ წამალი

Discussion about this post

ავიაბილეთები ავიაბილეთები ავიაბილეთები

პოპულარული

  • მაწვნის სუპი

    მაწვნის სუპი – უგემრიელესი და სასარგებლო წვნიანის რეცეპტი

    914 shares
    Share 366 Tweet 229

ნავიგაცია

  • მთავარი
  • რეცეპტები
  • ბუხარი
  • ავიაბილეთები
  • aviabiletebi

ახალი რეცეპტები

მაწვნის სუპი

მაწვნის სუპი – უგემრიელესი და სასარგებლო წვნიანის რეცეპტი

May 6, 2024
ჩაქაფული

ჩაქაფული – ნამდვილი და უგემრიელესი რეცეპტი კახელებისგან

May 6, 2024
პასკა

პასკა – უგემრიელესი პასკის რეცეპტი კონდიტერისგან

April 26, 2024
ავიაბილეთები

ავიაბილეთები | aviabiletebi – FlyAvia.Ge მარტივი არჩევანი იაფი მოგზაურობისთვის

April 11, 2024

აირჩიე კატეგორია

  • ამბები
  • ბლოგი
  • დესერტი
  • ვეგანური
  • რესტორნები
  • რეცეპტები
  • სალათები
  • სასმელები
  • ქართული სამზარეულო
  • ცომეული
  • წვნიანები
  • ხორცეული
  • ჯანსაღი კვება

მოძებნე თეგით

acharuli xachapuri aladikebi aviabiletebi avokado Bakery Brunch burgeri Cafe Cake chaqafuli Chicken Coffee Gluten Free gozinayi imeruli xachapuri mawvnis supi megruli xachapuri Mint niori olivie paska Raspberry Red Pepper Rice satsivi shaqari tolma Vegan ავოკადო აჭარული ხაჭაპური ბურგერი გოზინაყი მაწვნის სუპი მეგრული ხაჭაპური ნიორი ოლივიე პასკა პასკის რეცეპტი პიცა მარგარიტა საცივი სტეიკი ტოლმა შაქარი ჩაქაფული ხაჭაპური

© 2024 ფუდჰაბი - რეცეპტები , კულინარია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სალათები
  • ცომეული
  • წვნიანები
  • ხორცეული
  • დესერტი
  • ვეგანური
  • ყველა
    • ქართული სამზარეულო
    • სასმელები
    • ზღვის პროდუქტები
    • სოუსები
    • ბოსტნეული
    • პასტა

© 2024 ფუდჰაბი - რეცეპტები , კულინარია

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In