რეცეპტები
  • მთავარი
  • სალათები
  • ცომეული
  • წვნიანები
  • ხორცეული
  • დესერტი
  • ვეგანური
  • ყველა
    • ქართული სამზარეულო
    • სასმელები
    • ზღვის პროდუქტები
    • სოუსები
    • ბოსტნეული
    • პასტა
  • მთავარი
  • სალათები
  • ცომეული
  • წვნიანები
  • ხორცეული
  • დესერტი
  • ვეგანური
  • ყველა
    • ქართული სამზარეულო
    • სასმელები
    • ზღვის პროდუქტები
    • სოუსები
    • ბოსტნეული
    • პასტა
No Result
View All Result
რეცეპტები
No Result
View All Result
Home რეცეპტები

პასკა – უგემრიელესი პასკის რეცეპტი კონდიტერისგან

April 26, 2024
in რეცეპტები, დესერტი
504 5
0
პასკა
764
SHARES
3.6k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ჩემო ძვირფასო დიასახლისებო, სულ მალე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ავღნიშნავთ. ეს დღე წარმოუდგენელია წითელი კვერცხის და პასკის გარეშე. დამერწმუნებით, გემრიელი პასკის ყიდვა დღეს არცთუ ისე იოლია. ყველაფერს სახლში, საკუთარი ხელით გამომცხვარი სჯობს. მინდა შემოგთავაზოთ პასკის საკუთარი რეცეპტი. ვეცდები თითოეული წვრილმანი დეტალებში აგიწეროთ, რომ უფრო გაგიადვილდეთ მისი მომზადება. მთავარია მონდომება და ყველაფერი გამოგივათ. გაითვალისწინეთ, რომ როცა ცომის მოზელას იწყებთ, სამზარეულოში მაქსიმალურად უნდა იყოს ტემპერატურული რეჟიმი დაცული, რადგან პასკის ცომს უპირველეს ყოვლისა, სითბო სჭირდება. ასევე ყველა ინგრედიენტი თბილი უნდა იყოს. სასურველია ტემპერატურა 35 გრადუსზე დაბლა არ ჩამოვიდეს, რათა ცომს აფუება არ გაუჭირდეს. გიზიარებთ რეცეპტს თუ როგორ უნდა მოამზადოთ უგემრიელესი პასკა

პასკა - უგემრიელესი პასკის რეცეპტი კონდიტერისგან

დონე: საშუალო
დაბეჭდე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 10 ცალი
  • შაქარი-1200 გრამი
  • კარაქი(გამდნარი) ან ერბო-500 გრამი
  • რძე-1 ლიტრი
  • საფუარი-50 გრამი
  • ფქვილი-3 კილოგრამი
  • ჯაოზი(მუსკატის კაკალი, დაფქული)-1 სავსე ჩაის კოვზი
  • ილი(კარდამონი, დაფქული)-1 სავსე ჩაის კოვზი
  • მიხაკი, დარიჩინი-დანის წვერით
  • ვანილი-1 ჩაის კოვზი
  • მარილი-1 სუფრის კოვზი
  • ლიმონის ზეთი-4-5 წვეთი
  • შაფრანი-1 პაკეტი
  • კონიაკი-50 გრამი(ერთი პატარა ჭიქა)
  • ზეთი-1 ჩაის ჭიქა
  • ქიშმიში(ან ცუკატები)-500 გრამი
  • თავზე მოსასმელად-4 კვერცხის გული+4 სუფრის კოვზი რძე

მომზადების ეტაპები

წინასწარ მოვამზადოთ ინგრედიენტები:კარაქი დავადნოთ დაბალ ცეცხლზე, მაგრამ არ ავადუღოთ, ფქვილი გავცრათ, რძე ავადუღოთ და ოდნავ გავაგრილოთ. ქიშმიში გავრეცხოთ და დავყაროთ საწურზე შესაშრობად.

 

ფართე ემალის გობზე მოვათავსოთ საფუარი, 2 სუფრის კოვზი შაქარი, მარილი, 2 სუფრის კოვზი ფქვილი და დავასხათ ერთი ჭიქა თბილი რძე. ავურიოთ კარგად, დავაფაროთ გობს სუფთა ტილო და ოპარა დავტოვოთ გასაფუებლად. პატარა ემალის ქვაბში ჩავყაროთ სანელებლები: ილი, ჯაოზი, დარიჩინი, მიხაკი. დავასხათ ერთი ჭიქა რძე და ნელ ცეცხლზე წამოვადუღოთ. დავდგათ გასაგრილებლად.

 

როცა ოპარა კარგად ამოვა, დავუმატოთ დარჩენილ თბილ რძეში გახსნილი შაქრის ნახევარი, გამდნარი კარაქი, ვანილი, ლიმონის ზეთი, კონიაკი, დავახეხოთ შაფრანი, დავამატოთ იმდენი ფქვილი, რომ ძალიან ნაზი ცომი გამოვიდეს. ისევ დავაფაროთ ცომს თავზე და დავაცადოთ ამოსვლა.

 

როცა ცომი კარგად გაფუვდება, მიქსეროთ ავთქვიფოთ კვერცხები დარჩენილ შაქართან ერთად, დავამატოთ ცომს, მარლაზე დავასხათ მოხარშული სანელებლებიანი მასა, კარგად გავწუროთ ხელით და ესეც ჩავუშვათ ცომში. დავამატოთ დარჩენილი ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ცომი უნდა იზილებოდეს მინიმუმ 30 წუთი. ზელვის დროს დავამატოთ ზეთი, ზეთიანი ხელითვე შემოვუწმინდოთ ნაპირები გობს და ისევ დადგათ სითბოში გასაფუებლად.

 

როცა ცომი კარგად გაფუვდება(მოცულობაში უნდა მოიმატოს სამჯერ), ჩავზილოთ ზეთიანი ხელით და ისევ ვაცალოთ ამოსვლა. მესამე ჩაზელვაზე დავამატოთ ქიშმიში ან ცუკატები და კიდევ ერთხელ ჩავზილოთ ზეთიანი ხელით.

 

მოვამზადოთ ფორმები: ჩავუფინოთ ძირში პერგამენტის ქაღალდი და წავუსვათ ირგვლივ და ძირზე ზეთი.

 

დავიწყოთ ცომის ჩადება ფორმებში: ზეთიანი ხელით ამოვაგუნდავოთ ცომი, ჩავდოთ ფორმაში-ცომმა უნდა შეავსოს ყალიბის მესამედი. ცომი კარგად შემოვამრგვალოთ ხელით და ფორმები დავდგათ თბილ ადგილას. ყალიბებს თავზე სუფთა ტილო გადავაფაროთ.

 

როცა ცომი ყალიბებეში კარგად ამოვა, შევაწყოთ წინასწარ 150 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში და ვაცხოთ 40-50 წუთი(გააჩნია ყალიბის ზომას). გამოღებიდან ათი წუთით ადრე პასკებს თავზე წავუსვათ რძესთან ერთად ათქვეფილი კვერცხის გული.

 

გამომცხვარი პასკები გამოვიღოთ ღუმელიდან, დავაწყოთ სველ ტილოზე და გავაგრილოთ. ფრთხილად შემოვხსნათ დანით გვერდები და გამოვიღოთ ყალიბიდან. კარგად გავაციოთ, შემდეგ კი ჩავაწყოთ თავდახურულ ემალის ქვაბში.

 

მიირთვით გემრიელად!

 

გისურვებთ ბედნიერ აღდგომას!

Tags: paskaპასკაპასკის რეცეპტი
Previous Post

ავიაბილეთები | aviabiletebi – FlyAvia.Ge მარტივი არჩევანი იაფი მოგზაურობისთვის

Next Post

ჩაქაფული – ნამდვილი და უგემრიელესი რეცეპტი კახელებისგან

Next Post
ჩაქაფული

ჩაქაფული - ნამდვილი და უგემრიელესი რეცეპტი კახელებისგან

Discussion about this post

ავიაბილეთები ავიაბილეთები ავიაბილეთები

პოპულარული

    ნავიგაცია

    • მთავარი
    • რეცეპტები
    • ბუხარი
    • ავიაბილეთები
    • aviabiletebi

    ახალი რეცეპტები

    მაწვნის სუპი

    მაწვნის სუპი – უგემრიელესი და სასარგებლო წვნიანის რეცეპტი

    May 6, 2024
    ჩაქაფული

    ჩაქაფული – ნამდვილი და უგემრიელესი რეცეპტი კახელებისგან

    May 6, 2024
    პასკა

    პასკა – უგემრიელესი პასკის რეცეპტი კონდიტერისგან

    April 26, 2024
    ავიაბილეთები

    ავიაბილეთები | aviabiletebi – FlyAvia.Ge მარტივი არჩევანი იაფი მოგზაურობისთვის

    April 11, 2024

    აირჩიე კატეგორია

    • ამბები
    • ბლოგი
    • დესერტი
    • ვეგანური
    • რესტორნები
    • რეცეპტები
    • სალათები
    • სასმელები
    • ქართული სამზარეულო
    • ცომეული
    • წვნიანები
    • ხორცეული
    • ჯანსაღი კვება

    მოძებნე თეგით

    acharuli xachapuri aviabiletebi avokado Bakery Brunch burgeri Cafe Cake chaqafuli Chicken Coffee Gluten Free gozinayi imeruli xachapuri mawvnis supi megruli xachapuri Mint niori olivie paska Raspberry Red Pepper Rice satsivi shaqari tolma Vegan აჭარული ხაჭაპური ბურგერი გოზინაყი იმერული ხაჭაპური მაწვნის სუპი მეგრული ხაჭაპური ნიორი ოლივიე პასკა პასკის რეცეპტი პიცა მარგარიტა საცივი სტეიკი ტოლმა ქათმის ბულიონი შაქარი ჩაქაფული ხაჭაპური

    © 2024 ფუდჰაბი - რეცეპტები , კულინარია

    No Result
    View All Result
    • მთავარი
    • სალათები
    • ცომეული
    • წვნიანები
    • ხორცეული
    • დესერტი
    • ვეგანური
    • ყველა
      • ქართული სამზარეულო
      • სასმელები
      • ზღვის პროდუქტები
      • სოუსები
      • ბოსტნეული
      • პასტა

    © 2024 ფუდჰაბი - რეცეპტები , კულინარია

    Welcome Back!

    Login to your account below

    Forgotten Password?

    Retrieve your password

    Please enter your username or email address to reset your password.

    Log In