შაქარი ეს არის ერთ-ერთი პირველი პროდუქტი, რომლის მიღება უნდა შეამციროთ, თუ გსურთ რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროთ. უმჯობესია იგი საერთოდ ამოიღოთ თქვენი რაციონიდან. ქარხნულად მიღებული შაქარი ცნობილია როგორც თეთრი შხამი. შაქარს ამზადებენ ქიმიური წესით, რაც მას ყოველგვარ ღირებულებას უკარგავს. შედეგად მიიღება “ცარიელი კალორიები”, ანუ შაქარს გამოცლილი აქვს ყველა ვიტამინი და მინერალი, იგი არ გმატებთ არაფერს ჭარბი წონის გარდა.
მეტიც, შაქარი ფიტავს ორგანიზმს ვიტამინებისა და მინერალებისგან. შედეგად, მაგალითად, ორგანიზმი უფრო მარტივად ხდება სხვადასხვა ვირუსების მსხვერპლი. თუ ფიქრობთ, რომ ცოტა შაქარს იღებთ, რადგან ჩაის ან ყავას უშაქროდ მიირთვეთ, ცდებით: შაქარი დიდი რაოდენობითაა ტკბილეულებში, შოკოლადში და ნამცხვრებში, გამაგრილებელ სასმელებში და “ნატურალურ” წვენებში. შაქარი არის ისეთ პროდუქტშიც კი, როგორიც არის კეჩუპი, რძის პროდუქტები (იოგურტი). ან თუნდაც პურში, რომლის შემცველობაში ამ ბოლო დროს ხშირად გვხვდება შაქარი… უკვე რთულია ისეთი პროდუქტის შეძენა რომელიც შაქარს არ შეიცავს.
შაქარზე დამოკიდებულება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და საკმაოდ საშიში მოვლენაა. დამოკიდებულების ხარისხით ის ისეთ პროდუქტებსაც კი უტოლდება, როგორიცაა თამბაქო და ალკოჰოლი. თუ დღე არ შეგიძლიათ გაატაროთ ისე, რომ რაიმე ტბილი არ მიირთვათ, ან როცა ტკბილს ხედავთ ყოველთვის გინდებათ, ჩათვალეთ, რომ შაქარზე დამოკიდებული ხართ. ფრანგმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, სადაც გამოვლინდა, რომ კოკაინზე დამოკიდებული ვირთხები კოკაინს მაინც შაქარს ამჯობინებდნენ. ტკბილს როცა მიირთმევთ, თითქოს იმაზე მეტს ჭამთ ვიდრე გსურთ. ეს იმიტომ ხდება, რომ შაქარი ტვინს არ აწვდის იმ სიგნალს, რომ თქვენ უკვე საკმარისი რაოდენობის კალორია მიიღეთ და მეტი ორგანიზმს რეალურად აღარ სჭირდება.
მეტი მიზეზი, თუ რატომ არ არის შაქარი სასარგებლო:
– ზრდის გულის დაავადებების რისკს;
– ასუსტებს იმუნურ სისტემას;
– იწვევს ჭარბ წონიანობას;
– ხელს უწყობს და კვებავს სიმსივნეს;
– ჭარბი შაქარი და ალკოჰოლი დაახლოებით ერთიადაიგივე ზიანს აყენებს ღვიძლს;
– უარყოფითად მოქმედებს გონებაზე, კერძოდ მეხსიერებაზე;
– აბერებს ორგანიზმს;
– იწვევს ალერგიებს;
– დიაბეტის გამომწვევის მთავარი მიზეზია;
– ბავშვებში იწვევს ჰიპერაქტიურობას და კონცენტრაციის დარღვევას.
ძალიან რთული იქნება შაქრის სრულად არმოღება, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თითქმის ყველა პროდუქტი შეიცავს გარკვეული რაოდენობის შაქარს. თუმცა, რა თქმა უნდა, შეგვიძლია შაქრის მიღება შევამციროთ და ჩავანაცვლოთ ჯანსაღი ალტერნატივებით:
ხილი – ხილში დიდი რაოდენობით შაქარია, უფრო კონკრეტულად კი გლუკოზა და ამასთან ერთად ბევრი ვიტამინები და მინერალები;
თაფლი – ძალიან სასარგებლო საკვებია გულისთვის, სხეულისთვის და გონებისთვის;
ჩირი – რომელიც ასევე გაჯერებული ვიტამინებით;
ჩურჩხელა – ტრადიციული, გემრიელი, ჯანსაღი, ტკბილეული (ყურძენი დიდი რაოდენობით გლუკოზას შეიცავს);
ფინიკი – ყველაზე ტკბილი ხილი, გლუკოზის შემცველობა 98%.
თუ ტკბილი ძალიან გიყვართ, მაშინ გირჩევთ კვირაში 2 -3 დღე საერთოდ არ მიიღოთ შაქარი ან მისი შემცველი პროდუქტები.
Discussion about this post